Saturday, May 27, 2017

ტრენინგის მე-4 დღე

დღეს ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, კონკრეტულად ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე. ასევე ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე, თუ რა მეთოდები და ინსტრუმენტები უნდა იყოს გამოყენებული პროექტის დასაწყისში, მსვლელობისას და პროექტის დასრულების შემდეგ.

Friday, May 26, 2017

ტრენინგის მე-3 დღე

დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. მოვარგეთ სტანდარტი ეროვნულისასწ.გეგმიდან ჩვენს თემას , ავარჩიეთ 21-ე საუკუნის უნარები და გავწერეთ მიზნები, რომელზედაც გვინდა გავიყვანოთ ჩვენი მოსწავლეები.

Friday, May 12, 2017

ტრენინგის მე-2 დღე

მოსწავლეთა სასწავლო პროცესში აქტიური ჩართვისა და ეფექტური საწავლებისათვის საჭიროა პროექტის გააზრებული დაგეგმვა.შევქმენით რესურსი, რომლებიც დაინტერესებულ პირებს აუხსნის ჩვენს მიერ კლასში პროექტების განხორციელების მიზნებს. შევქმენით ბუკლეტი და გავიარეთ რეგისტრაცია ბლოგზე, დავწერეთ დღის რეფლექსია.